„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძეა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე 82 წლისაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი 10-ეული ასე გამოიყურება:

1. ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე

2. გრიგოლ ვაშაძე

3. ნიკა მელია

4. ხატია დეკანოიძე

5. კობა ნაყოფია

6. დევი ჭანკოტაძე

7. ლევან ვარშალომიძე

8. სალომე სამადაშვილი

9. ზაალ უდუმაშვილი

10. ხათუნა სამნიძე

„დღეს დავარეგისტრირეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით საარჩევნო სია, ეს არის გამარჯვების სია იმიტომ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის.

ჩვენ წარმოვადგინეთ მართლაც გამარჯვების ფორმულა, გამარჯვების სია იმიტომ რომ, არ აქვს ალტერნატივა გამარჯვებას ამ არჩევნებში. ბუბა კიკაბიძე არის უშიშრობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდაობის სიმბოლო და სწორედ ამიტომ ბუბა კიკაბიძე არის ჩვენი სიის პირველი ნომერი. „ქართული ოცნების“ დამარცხება ამ არჩევნებში არის გარდაუვალი. ბიძინა ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” სიის პირველ ოცეულშია გუბაზ სანიკიძეც.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: