ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის სომხები არიან ბოლო დაბრკოლება ჩრდილოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთისკენ თურქეთის ექსპანსიის გასაგრძელებლად

სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის სომხები არიან ბოლო დაბრკოლება ჩრდილოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთისკენ თურქეთის ექსპანსიის გასაგრძელებლად და იმპერიული ოცნების ასახდენად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„რატომ დაბრუნდა თურქეთი 100 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში? – სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად. თუმცა, გენოციდალური პოლიტიკის გაგრძელება თურქეთისთვის არ არის მხოლოდ არმენოფობიის განხორციელების საშუალება, არამედ პრაგმატული ამოცანაა.

სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის სომხები არიან ბოლო დაბრკოლება ჩრდილოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთისკენ თურქეთის ექსპანსიის გასაგრძელებლად და იმპერიული ოცნების ასახდენად. ეს აღარ არის მხოლოდ ყარაბაღისა და სომეხი ხალხის უსაფრთხოების საკითხი. ეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხია. სომეხი ხალხი იცავს საერთაშორისო უსაფრთხოებას, როდესაც კისრულობს შესაძლოა, უახლეს ისტორიულ მისიას“,- აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: