გაზეთის რედაქტორმა რუსეთის შსს-სთან თავი დაიწვა

Nusagi

 რუსეთში გამოცემა  КозаПресс-ის მთავარმა რედაქტორმა, ირინა სლავინამ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ თავი დაიწვა. 

„ჩემს სიკვდილში დამნაშავეა რუსეთის ფედერაცია“,-დაწერა სლავინამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.

გავრცელებული ცნობით, პოლიციელები სლავინას დახმარებას ცდილობდნენ, მაგრამ გადარჩენა ვერ შეძლეს. 

NN.ru წერს, რომ პოლიციამ მეტროსადგურის ტერიტორია, სადაც ქალმა თავი მოიკლა, შემოსაზღვრა. 

წინა დღეს სლავინასთან სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს აქტივისტ მიხაილ იოსილევიჩის საქმესთან დაკავშირებით, მას „არასასურველ“ ორგანიზაციაზე მუშაობა ედება ბრალად. სლავინა საქმეში მოწმის სახით ფიგურირებდა. ჟურნალიტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩხრეკა საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. მისი თქმით, პოლიციელები „ოტკრიტაია როსიას“ ბუკლეტებს ეძებდნენ. 

ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა ფეიკნიუსის გავრცელებაზე ოქმი შეადგინეს. სლავინას ედავებოდნენ სამბოს ფედერაციის პრეზიდენტზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. ჟურნალისტი წერდა, რომ სპორტსმენს კორონავირუსი ჰქონდა და თანამშრომლებს გადასდო, რაც ტყუილი აღმოჩნდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: