ერთი ადგილი გაგემეტებინათ მხცოვანი მხარდამჭერი ადამიანისთვის, სხდომას არ გახსნიდა ნაციონალი ბუბა

ხომ შეიძლებოდა ერთი ადგილი გაგემეტებინათ მხცოვანი, სასიქადულო ჩვენი მხარდამჭერი ადამიანისთვის?! ვთქვათ, ლანა ღოღობერიძისთვის, ელდარ შენგელაიასთვის, თამარ სხირტლაძისთვის და პარლამენტის გახსნის დღე დაგეცვათ უნამუსოთაგან,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში ბუბა კიკაბიძის შეყვანას.

ყოფილი პარლამენტარის თქმით, სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს ასაკით უხუცეს პარლამენტის წევრს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომას, რასაც ამჯერად ნაციონალური მოძრაობის წევრი გააკეთებს.

„ბუბას გარშემო ატეხილ ამბავს ვეხმიანები და ისე, უბრალოდ, ვკითხულობ…
ხომ შეიძლებოდა ერთი ადგილი გაგემეტებინათ მხცოვანი, სასიქადულო ჩვენი მხარდამჭერი ადამიანისთვის?! ვთქვათ, ლანა ღოღობერიძისთვის, ელდარ შენგელაიასთვის, თამარ სხირტლაძისთვის. ერთი ადგილი სიაში და პარლამენტის გახსნის დღე დაგეცვათ უნამუსოთაგან!
სხდომას არ გახსნიდა ნაციონალი ბუბა. სხვადასხვა პროვოკაციებსაც ავიცილებდით და შაპიტო წყნარად შეუდგებოდა უსაქმურ საქმიანობას.
არ გაწუხებთ ხომ, მე-10 მოწვევის პარლამენტის ისტორია ჩიტა-გვრიტათი რომ დაიწყება …
ან, დაიწყება კი?!…

თავი V
პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისა და ერთგულების ფიცის დადების რიტუალები

მუხლი 10

სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს ასაკით უხუცეს პარლამენტის წევრს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომას“,-წერს ხათუნა ხოფერია.

Facebook Comments
%d bloggers like this: