თბილისის მე-6 საავტორო სკოლის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა,- ამის შესახებ სკოლამ მოსწავლეების მშობლებს ცოტა ხნის წინ წერილობით აცნობა.
როგორც შეტყობინებაში წერია, სკოლის დირექტორი 22 სექტემბრიდან იმყოფებოდა მივლინებაში, დაბრუნების შემდეგ კი- თვითიზოლაციაში. მას კოვიდ 19 დღეს დაუდასტურდა. ასევე აღნიშნულია, რომ დირექტორს ამ ხნის განმავლობაში თანამშრომლებთან არ ჰქონია შეხება.
სკოლა მშობლებს მიმართავს, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლონ ონლაინ პლატფორმით და ინდივიდუალური გადაწყვეტილების შესახებ აცნობონ .
Facebook Comments