პანდემია არსად წასულა, თუმცა მთავრობამ და სამედიცინო სექტორმა დაამტკიცა, რომ ეპიდემიის ეფექტური მართვა შეუძლია – დავით სერგეენკო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სექტორის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანამ სანიმუშო მაგალითი აჩვენა მსოფლიოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, ფინალური შეფასების გაკეთება შეუძლებელია. შუალედური შეფასებით, ციფრები შედარებადია და არამარტო რეგიონის, არამედ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ავადობა და სიკვდილიანობა ნაკლებია. ამის მიზეზი ჩემი აზრით, იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრწყინვალე მუშაობა, რომელმაც შეძლო ბევრი შემთხვევის პრევენცია. როდესაც ნახულობდა ერთ შემთხვევას გადიოდა კვალზე, კონტაქტზე, გადაჰყავდა ის თვითზოლაციაში ან კარანტინში და არ აძლევდა საშუალებას ინფექციას, რომ გავრცელებულიყო კასკადურად. ამით მნიშვნელოვანი დარტყმა ააცილა ჰოსპიტალურ სექტორს. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი არის უწყებათაშორისი კომუნიკაცია. ის ზომები, რომელიც აუცილებელი იყო ამ ტალღის შეკავებისთვის, შეუძლებელია, რომ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ან მთლიან ჯანდაცვას გაეკეთებინა. ეს კი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო. ამ ორმა ფაქტორმა დაიცვა ტალღა გავრცელებისკენ. გლობალურად დინამიურია პროცესი და მომავალი როგორი იქნება, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება“-აცხადებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო.

მისი თქმით, უახლოესი წლების განმავლობაში, მომავალ 4 წლის განმავლობაში, კოვიდის პერიოდში ეკონომიკურ სიძნელეებთან ბრძოლა და ეკონომიკის აღდგენა  ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება. თუმცა მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სწორედ ის გუნდია, რომელიც ამ გამოწვევას გაუმკლავდება. ​

Facebook Comments
%d bloggers like this: