საქართველოდან წელიწადში საშუალოდ 500 პაციენტი გადის, ხოლო სამკურნალოდ 10 000-ზე მეტი შემოდის – დავით სერგეენკო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო საქართველოს ჯანდაცვის სექტორის პოტენციალს აფასებს და აცხადებს, რომ რიგ მიმართულებებზე საქართველო ევროპული ხარისხის სამედიცინო სერვისს სთავაზობს პაციენტებს.

საბურთალოს რაიონის დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, გლობალურად, ექიმებისა და კლინიკების კვალიფიკაციის შეფასება რამდენიმე რაციონალური მეთოდით ხდება, როცა მიმდინარეობს, პაციენტების, ჰოსპიტალის მენეჯმენტის გამოკითხვა და ამ ექიმების მიმართულებით აღძრული, ან სადაო შემთხვევების რაოდენობის შეჯამება.

„საქართველოც  ამ მიმართულებით მიდის, თუმცა სრულყოფილად არ არის ჩამოყალიბებული. ქვეყნის ჯანდაცვის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის პაციენტების როტაცია. ის, თუ რამდენი პაციენტი გადის ქვეყნიდან და რამდენი შემოდის. საქართველოდან წელიწადში დაახლოებით 500 პაციენტი მიემგზავრება და დომინანტი მიზეზი არის ონკოლოგია. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში შემოდის დაახლოებით 10 ათასი პაციენტი წელიწადში და  დომინანტი მოთხოვნა არის დიაგნოსტიკური კვლევები, კარდიოლოგია და კარდიოქირურგია“-აცხადებს დავით სერგეენკო. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გლობალურ ჯანდაცვაში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არის გულსისხლძარღვთა სისტემა და მისით გამოწვეული გართულებები. ის კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი მიზეზი ერთად აღებული.  მსოფლიოში მინიმუმ 51% იღუპება გულსისხლძარღვთა დაავადებებით. პროფესიული ასოციაციების მიერ საქართველოში გაკეთებული ანალიზის თანახმად შემდეგი მრუდები გამოიყო-ევორკავშირისა და საქართველოს საშუალო მონაცემები  გულსისხლძარღვთა სისტემით ადამიანთა ავადობისა და სიკვდილობის ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ დაუახლოვდა ერთმანეთს, რაც ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი უმჯობესდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის. იდეალური ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით ვერავინ ჩამოაყალიბა, მიუხედავად ფინანსური რესურსებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა. მაგრამ გზა, რომლითაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვითარდება, ცალსახად სწორია“ – აცხადებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო.

მისი თქმით, ქვეყნის მიზანია, ჯანდაცვის სხვა მიმართულებებიც ისე განვითარდეს საქართველოში, რომ პირველ რიგში დაუხალოვდეს ევროპის მაჩვენებელს, როგორც ეს კარდიოლოგიის დარგში მოხდა. შედეგად, გარდა ადგილობრივი პაციენტებისთვის გაუმჯობესებული სერვისისა, გაიზარდოს უცხოელი პაციენტების ნაკადი“ .

Facebook Comments
%d bloggers like this: