საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი ქართული ოცნების მმართველობის დროს გასამმაგდა – დავით სერგეენკო

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო მყარი ჯანდაცვის სისტემის შეფასების კრიტერიუმებს ასახელებს და აცხადებს, რომ მისი მმართველობის დროს ეს მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. 

საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაფასებლად,  რაოდენობრივი დანახარჯების მხრივ იღებს იმ ციფრს, რასაც ხარჯავს სახელმწიფო მთლიანი შიდა პროდუქტიდან(მშპ-დან) ჯანდაცვაზე.

„დასაბუთებულია, რომ ქვეყნები რომლებიც ხარჯავენ ჯანდაცვაზე მშპ-დან 5%-ს და ზემოთ, აქვთ სტაბილური ჯანდაცვა, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ყველა საჭიროება, მათ შორის მედიკამენტები“-აცხადებს დავით სერგეენკო.

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ 2012 წლის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის მშპ-ს 1%-ზე ნაკლებს ხარჯავდა ჯანდაცვაზე.

„შედარებისთვის, ეს მონაცემები ცენტრალური აფრიკის ქვეყნების მონაცემების მსგავსია. მას შემდეგ რაც ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის სამჯერ და დღეის მდგომარეობით, 2.9%-ს შეადგენს“ – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

მიუხედავად ჯანდაცვის დარგისთვის გასამმაგებული ბიუჯეტისა, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოს  აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს ყველა საჭიროება ჯანდაცვის სფეროში. 

„შედარებისთვის, თუ საქართველო მშპ-ს 2.9%-ს ხარჯავს სამედიცინო სფეროზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები 4-5%-ს ხარჯავენ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები კი 8-12%-ს, ხოლო აშშ-ში 17%. ეს პროცენტები უკვე გვაძლევს გარკვეულ სურათს. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუტოლდეს ევროპული ქვეყნების სისტემას“ – აცხადებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო.

Facebook Comments
%d bloggers like this: