სიღნაღში მაჰათმა განდის 151 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

სიღნაღში მშვიდობის კონფერენცია და მაჰათმა განდის 151 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მაშინ როცა ამიერკავკასია ცეცხლშია, საქართველოს პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ცდილობენ საქართველო მოლაპარაკების უალტერნატივო ადგილად აქციონ. სიღნაღში ჩატარებული დღევანდელი კონფერენცია სიმბოლური იყო, ზუსტად შექმნილი რთული ვითარების ჭრილში.

კონფერენციაზე საჯარო ლექციები წაიკითხეს განდის საზოგადოების წევრებმა ირაკლი კაკაბაძემ, დათო ბეჟიტაშვილმა, ლალი მოროშკინამ, ერეკლე შონიამ .

“განდი, როგორც მშვიდობის სიმბოლო, საქართველო როგორც ამიერკავკასიის მშვიდობის ჰაბი”.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი, საგარეჯოს მერი არჩილ ხანდამაშვილი, მინისტრის მოადგილე ვლადიმირ კონსტანტინიდი.

გადაწყდა, რომ სიღნაღში, ყოველ 2 ოქტომბერს ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია დიპლომატების, პოლიტოლოგების, ფილოსოფოსების და საზოგადოების სხვა წევრების ჩართულობით. წლევანდელ კონფერენციას “ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს” თავმჯდომარემ ლალი მოროშკინამ, უმასპინძლა.

Facebook Comments
%d bloggers like this: