ხელვაჩაურში მეწყერის ქვეშ 5 ადამიანია მოყოლილი

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ და მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, ადგილობრივების თქმით, მეწყერის ქვეშ არის მოყოლილი ავტომობილი, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ მოყოლილია 5 ადამიანი. მათ შორის 3 საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, 2 კი ავტომობილში.

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შესულია 400-მდე შეტყობინება.

Facebook Comments
%d bloggers like this: