გრიგოლ ლილუაშვილი სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გრიგოლ ლილუაშვილი სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა, რომ თითქოს მებრძოლები თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით, საქართველოს გავლით გადაადგილდებიან.

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სხვადასვა საკითხზე ვიმსჯელეთ. ესენია: სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებულ პროცესებზე და რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე, განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ის რისკები, რაც უსაფრთხოების მიმართულებით იკვეთება.

მინდა გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან, აზერბაიჯანის მიმართულებით, სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები თითქოსდა საქართველოს ტერიტორიის გავლით გადააადგილდებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას და კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რომ აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი გადაიკეტოს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მებრძოლებთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს აზერბაიჯანისა და სომხეთის უწყებებთან.

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: