ელისო ბოლქვაძე: მთავარი ღირებულება, რის გამოც „ქართულ ოცნებასთან“ გავაწყვიტე ყოფნა, ადამიანი და მისი თავისუფლებაა

Nusagi

„2012 წლიდან ვიყავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი,-ამის შესახებ ცნობილმა პიანისტმა,  დეპუტატობის კანდიდატმა ელისო ბოლქვაძემ postv-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მისი დაარსების დღიდან უჭერს მხარს, თუმცა ეს ამ დრომდე არადეკლარირებული იყო.

„მე ჩემი საქმით ვუჭერდი მხარს, ეს განაპირობა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ იდეოლოგიამ, ღირებულებებმა, ასევე პირადად ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც თვალს ვადევნებ და ვიცი რას აკეთებს ეს ადამიანი. მთავარი ღირებულება, რის გამოც გადავწყვიტე პოლიტიკაში ამ პარტიასთან ერთად ვყოფილიყავი, არის ადამიანი და მისი თავისუფლება, ადამიანის სიცოცხლეს აზრი აქვს, ადამიანი მნიშვნელოვანი გახდა. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. 

თუკი მე ეს ნაბიჯი გადავდგი, ჩემი მისწრაფებებიდან გამომდინარე, ვიქნები აქტიური. ის თემა, თუ რატომ უნდა იყვნენ ხელოვნების წარმომადგენლები პოლიტიკაში, განსახილველია. ერთის მხრივ კარგია პოპულარული ადამიანების ყოფნა პოლიტიკაში, რადგან მათ აქვთ თავიანთი ხმები, ბევრი ადამიანი უსმენს. მე იუნესკოს ელჩი ვარ მსოფლიოში, ასეთი 50 ადამიანია. გაერო-საც ჰყავს თავისი მსახიობები, მაგალითად, ანჯელინა ჯოლი. ისინი ადამიანის უფლებებს იცავენ, დადიან სირიაში და სხვა ცხელ წერტილებში, ასე რომ, ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთისგან შორს ნამდვილად არ არის“,-განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: