ზაურ დარგალი: ჩვენი ორი მხარდამჭერის დაკავება „ნაციონალური მოძრაობის“ უმძიმესი პროვოკაციის შედეგია

ჩვენი ორი მხარდამჭერის დაკავება „ნაციონალური მოძრაობის“ უმძიმესი პროვოკაციის შედეგია, თუმცა დღეს საქართველოში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, – აცხადებს „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაურ დარგალი.

„ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გვაწყობს ძალადობა და ვგმობთ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს, თუმცა, როგორც ხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ჩერდება და აგრძელებს პროვოკაციას“ – განაცხადა ზაურ დარგალმა.

პოლიციამ 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა. მთგან ერთი ადგილობირვი მერიის ავტოპარკის სამსახურის უფროსი, მეორე კი – პარტიის აქტივისტია.

Facebook Comments
%d bloggers like this: