„იმედის” დილის წამყვან ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდგინდა

ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომელს, გადაცემა “იმედის დილის” წამყვან ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც “იმედი” აცხადებს, იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ამჟამად ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ტელეკომპანიის შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არხი მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით.

თავად ზურაბ ბალანჩივაძე ამბობს, რომ არ იცის, ვინ არის მისი ინფიცირების პირველწყარო. ამჟამად ის სახლშია, სადაც ოჯახის ექიმის მითითებებს ასრულებს და რაიმე გართულება არ აღენიშნება.

თვითიზოლაციაშია “იმედის დილაში” ბალანჩივაძის თანაწამყვანი ნათია ორველაშვილიც, რომელიც ფეისბუკზე წერს, რომ მას ამ დროისათვის ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ აქვს.

Facebook Comments
%d bloggers like this: