ბათუმის სამშობიარო სახლში 2 ახალშობილი covid-19-ით არის ინფიცირებული

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალშობილი იმყოფება. ამის შესახებ Report.ge-ს სამშობიარო სახლის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გართულებები ამ ეტაპზე არ აღენიშნებათ.

“ჩვენს კლინიკაში 18 პაციენტი იმყოფება, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე გართულება მოსალოდნელი არ არის. კლინიკაში 2 ახალშობილი გვყავს და ორივე მათგანი კოვიდდადებითია”, – განაცხადა სამშობიარო სახლის წარმომადგენელმა ქეთევან მელაშვილმა. 

ცნობისთვის, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 370 შემთხვევა დადასტურდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: