დაკავებულ ენმ-ის წარმომადგენელ ლაშა ქველაძეს COVID 19-ის ნიშნები აღმოაჩნდა

დღეს, 4 ოქტომბერს მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით ლაშა ქველაძე გადაყვანილი ჰყავდათ წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ექიმის პირველადი დათვალიერებით მას მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა. შესაბამისად ქველაძეს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე.

როგორც მისი ადვოკატი აღნიშნავს შესაძლებელია, რომ ლაშა ქველაძე გადაიყვანონ კარანტინში.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლითაც უნდა მოხდეს ლაშა ქველაძის გადაყვანა.

შეგახსენებთ, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შედეგად დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტებიც.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: