ზურა ბალანჩივაძე: ეს ფსიქოლოგიური ხრიკი ძალიან ბევრჯერ დამხმარებია

ტელეკომპანია “იმედის” წამყვანი ზურა ბალანჩივაძე, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს. ის სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტს აქვეყნებს, სადაც სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებს დეტალურად აღწერს.

“ვინაიდან ვირუსი ურტყამს ფილტვებს, თავის დაზღვევის მიზნით გადავაყვანინე თავი საავადმყოფოში. სისხლის ანალიზი, წნევა, სიცხე, პულსი, წნევა, კარდიოგრამა, კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლში ჟანგბადის შემცველობა… სიმპტომები უცვლელია: სიცხე პერიოდულად და ყელის ჩახეხვა.

ახლა პალატაში ვარ და ასე აღარ მმოსავს. 

ამ ეტაპზე პნევმონია არ არის, თუმცა ვირუსს გამოვლენიდან 5-9 დღეში ახასიათებს გამწვავება და თუ რამეა, ბარემ აქ გადავიტან. თუმცა შეიძლება, საერთოდაც არ იყოს ეგრე. ასე რომ, ორივესთვის მზად უნდა იყო.

მთავარია, რომ მაინც გამოძვრები და ამ შედეგზე ფიქრი ძალიანაც დიდი სტიმულია. სხვათა შორის, ეს ფსიქოლოგიური ხრიკი ძალიან ბევრჯერ დამხმარებია (მაგალითად, სამხედრო სამსახურის პერიოდში). იფიქრეთ მომავალსა და იმაზე, თუ როგორ ღიმილით მოიგონებთ ამ ყველაფერს მერე. 

ჯანმრთელობა ყველას”, – წერს ზურა ბალანჩივაძე. 

Facebook Comments
%d bloggers like this: