თაკო ჩარკვიანი: ეს რა ღვთის რისხვაა რაა?!

“სტრატეგია აღმაშენებლის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს.

თაკო ჩარკვიანის თქმით კორუფციონერებს და ფეოდალებს კანონის რიდი უნდა ჰქონდეთ და თავისუფლების აღქმა კანონის უზენაესობით უნდა დავიწყოთ. 

მართლა, რომ არ დასრულდა ამ ქვეყანაში ეს: “ჩემი საქართველო აქ არის ”, “შენი საქართველო იქ არის ” და ა.შ.

და მართლა ჩვენი საქართველო ყველასი სად არის სად???რა დაგვემართა, რომ სამოთხე გვიბოძა ღმერთმა და ჯოჯოხეთად ვაქციეთ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ 30 წლიან თაღლითებს ბიუჯეტის ქურდბაცაცებს ვერ მოვერიეთ, რომელთა დამსახურებააა ასეთი სიღარიბე ქვეყანაში და საშუალო ფენის არ არსებობს- ზუსტად ისე როგორც რუსეთში, როგორ ვერ მოვიშორეთ ეს რუსული ფეოდალური მმართველიბის სტილი, ეს რა ღვთის რისხვააა რააა!!!!!

ჩვენი საქართველო ცუდ დღეში გვყავს და ეს ჩვენი ბრალია, რადგან არ უნდა ვაბედინებდეთ ამდენს , კორუფციონერებს და ფეოდალებს კანონის რიდი უნდა ჰქონდეთ, ისე როგორც ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებშია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს- დიახ, კანონის უზენაესობით იწყება თავისუფლება !

ჩვენია ეს ქვეყანა ჩვენი და პატივი ვცეთ საკუთარ თავს!“, – წერს თაკო ჩარკვიანი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: