ლევან ნიკოლეიშვილი: სომხეთის ელჩის მიერ მყისიერად იქნა დაგმობილი ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს გავლით სამხედრო ტექნიკა თურქეთიდან აზერბაიჯანში გადადგილდება

სომხეთის ელჩის მიერ მყისიერად იქნა დაგმობილი ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს გავლით სამხედრო ტექნიკა თურქეთიდან აზერბაიჯანში გადადგილდება,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, არაჯანსაღი, არაკეთილმოსურნე და მტრული ძალები მაინც ცდილობენ ზემოთ აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებით ჩრდილი მიაყენონ საქართველოს, რომელიც ყველაზე მეტად არის დინტერესებულის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ,,არადა ვინ ვინ და სწორედ ჩვენმა მტრებმა იციან ყველაზე მეტად, რომ ყველაზე უფრო ჩვენ ვართ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების მშვიდობიან ფორმატში გადაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის მომხრეები, რაც არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს ყველა უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.

უფრო მეტიც, საქართველო თავაზობს საომარ მხარეებს შუამავლის და მომრიგებლის როლს, თუკი მათ ნება სურვილი იქნება. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ასევე გაკეთდა ოფიციალური განცხადება, იმის შესახებ, რომ ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ჩვენი მხრიდან შეწყვეტილია ნებისმიერი სამხედრო ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით, როგორც აზერბაიჯანში ასევე სომხეთში. აქვე ითქვა ისიც, რომ სამოქალაქო ტვირთები შეუფერხებლად მიეწოდება ორივე ქვეყანას, დასტურად ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობებისა. მიუხედავად ამისა, არაჯანსაღი, არაკეთილმოსურნე და მტრული ძალები ძალები მაინც ცდილობენ ზემოთ აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებით ჩრდილი მიაყენონ საქართველოს, რომელიც ყველაზე მეტად არის დინტერესებულის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის”,- წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: