საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში, 65 თბილისში, 63 კი იმერეთში დაფიქსირდა.

„ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ აჭარაშია 370 შემთხვევა დარეგისტრირდა გუშინ, თბილისში – 65, იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6 პაციენტი, მცხეთა-მთიანეთში – 4 და კახეთში -1″,- აღნიშნა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტებიდან 43 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის, 41 მართვით სუნთქვაზეა, აქედან 9 არის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: