ხათუნა ხოფერია: ეს “ქართველი კაცი” საუბრობს რუკის უვარგისობაზე და საკუთარი აზომვების ვარგისიანობაზე! გვიწოდებს ურაპატრიოტებს და პროვოკატორებს

ხათუნა ხოფერია საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის ინტერვიუს ეხმიანება.

„რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ 1936-1937 წლების რუკა, უვარგისია და ამის გამო, კომისიამ გვერდზე გადადო და სხვა რუკით განაგრძო მუშაობა. 

პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, 1936-1937 წლების რუკა კი, მთავარი ნივთმტკიცების სახით სისხლის სამართლის საქმეში დევს, 

ხათუნა ხოფერია :  გთხოვთ, წაიკითხეთ!
ეს “ქართველი კაცი” საუბრობს რუკის უვარგისობაზე და საკუთარი აზომვების ვარგისიანობაზე!!! ჩვენს ურაპატრიოტიზმზე და საკუთარ პროფესიონალიზმზე!!! გვიწოდებს პროვოკატორებს !!! საუბრობს იმაზე, თუ როგორ “ეწყინებათ” იქითა მხარეს, თუ სიმართლის დადგენას შევეცდებით!!!
ისე, იმასაც დაუკვირდით, რომ ამ ინტერვიუს “რადიო თავისუფლებას” აძლევს….
დაიმახსოვრეთ ამ “ქართველი კაცის” სახელი და გვარი! – ივერი მელაშვილი…

-რამე სახის დოკუმენტი, თუნდაც შედარების ოქმი, შეადგინეთ? რომ კომისიის წევრებმა იმსჯელეთ და დაიწუნეთ?
-ივერი მელაშვილი: არა, ცალკეული რუკებისთვის ასეთ დოკუმენტებს არ ვქმნიდით. ძალიან ბევრი რუკისა და დოკუმენტის ანალიზი კეთდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ვნახეთ, გავაანალიზეთ. სამწუხაროდ, დავრწმუნდით, რომ გამოუსადეგარი იყო ეს რუკა, გადავდეთ გვერდზე და განვაგრძეთ ისეთ სხვა მასალაზე მუშაობა, რომელიც სამართლებრივად და, შესაბამისად, ტექნიკურად დაასაბუთებდა ჩვენს არჩევანს.
–რუკები, ბუნებრივია, თავისით არ იქმნება. რა ისტორია აქვს ამ რუკას – ვინ გააკეთა?
–ივერი მელაშვილი: ეს არის 1936-37 წლების რუკა, რომელიც დამზადებულია თბილისში მდებარე VIII კარტოგრაფიული ფაბრიკის მიერ. ჩვენთვის ეს რუკა „აღმოჩენა“ არ არის. როგორც გითხარით, ამ რუკის ანალიზი გვაქვს გაკეთებული თავის დროზე. ვიღაცისთვის გახდა აღმოჩენა, ხოლო ვიღაც „ურაპატრიოტისა“ და „პროვოკატორისთვის“ უაზრო მსჯელობის საგნად იქცა.

Facebook Comments
%d bloggers like this: