15 მსხვილი კომპანია, რომლის თანამშრომლებსაც უმაღლესი განათლების დიპლომი არ სჭირდებათ

დასაქმების საძიებო ვებგვერდმა Glassdoor შეადგინა 15 საუკეთესო დამსაქმებლის სია, როემლებიც არ ითხოვენ თანამშრომლებისგან უმაღლესი განათელბის დიპლომის ქონას. ამ ჯგუფში მოხვდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Google, Apple და IBM.

დიპლომის მაგივრად, ეს კომპანიები დაინტერესებული არიან კონკრეტული თანამდებობისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით, რაც მსურველებს შეუძლიათ, სპეციალურ კურსებზე და სწავლების სხვა ფორმის საშუალებით შეიძინონ. 

გთავაზობთ ტოპ კომპანიების სიას, რომლებიც თანამშრომლებს, მათ შორის მენეჯერებს, მენეჯერის თანაშემწეებს, ანალიტიკოსებს, მოლაპარაკებების სპეციალისტებს, რეკრუტერებს, ფინანსურ ბლოკჩეინ-ინჟინრებს, ფარმაცევტებს და ა.შ.  დიპლომები არ თხოვენ. 

Google, Ernst & Young (EY), Penguin Random House, Costco Wholesale, WholeFoods, Hilton, Publix, Apple, Starbucks, Nordstrom, Home Depot, IBM, Bank of America, hipotle და  Lowe’s.

Facebook Comments
%d bloggers like this: