ალიევი: განჯასთან თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხეთი ტერორისტული ქვეყანაა

„განჯასთან თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხეთი ტერორისტული ქვეყანაა. ეს სრულიად ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციას“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

პრეზიდენტ ალიევის თქმით, დაუშვებელია მშვიდობიან ქალაქზე დარტყმა. ალიავი ამბობს, რომ განჯა არ არის საომარი ზონა.

მისივე განცხადებით, სომხეთს აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართ სიძულვილი სისხლში აქვს.

„იმედი მაქვს ბოლომდე წინ წავალთ. აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და გენერალი საკუთარი სისხლის ფასად უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებს ალიევი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: