თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ორი პირი.

„მერსედესის“ მარკის ავტომობილი ზოოპარკის მიმდებარედ ბოძს შეეჯახა. ორი დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაზიანებული ავტომობილიდან დაშავებულები მაშველებმა ამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო:1tv.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: