ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი თვითიზოლაციაში გადადის

Nusagi

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ერთკვირიან თვითიზოლაციაში გადადის.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, 28-29 სექტემბერს ლინას ლინკევიჩუსს შეხება ჰქონდა ემანუელ მაკრონის დელეგაციის რამდენიმე წევრთან, რომლებსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდათ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ საუბარია დელეგაციის ორ წევრზე, რომლებიც ვილნიუსში იმყოფებოდნენ და ლიეტუვაში საფრანგეთიდან არ ჩასულან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: