საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, ერთა ლიგის ნახევარფინალი მაყურებლის გარეშე გაიმართება

საქართველოსა და ბელარუსის ფეხბურთის ნაკრებ გუნდებს შორის ფეხბურთში ერთა ლიგის ნახევარფინალი 8 ოქტომბერს მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც ესწრებოდა.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ თამაში მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: