შემთხვევები იმატებს, უნდა გავითავისოთ ეს და გავუფრთხილდეთ ქვეყანას, თბილისს, ერთმანეთს

კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან აჭარაში 416 დაფიქსირდა, თბილისში კი, 72, -ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მატება მოსალოდნელი იყო, რადგან გუშინ 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო, რაც შესაბამისად, კონტაქტების მატებასაც ნიშნავს.

„ვნახოთ, იმედი მაქვს, დაიკლებს, თუ მოსახლეობა რეგულაციებს დაიცავს“,-განაცხადა მან. 

მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში- 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 23, გურიაში- 8, კახეთში და შიდა ქართლში- თითო-თითო. 

„2 გარდაცვლილიდან 1 ქუთაისში მკურნალობდა, 1 კი, აჭარაში. ორივე 80 წელს გადაცილებული იყო. 45 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 43 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემთხვევების რიცხვი, იმატებს და უნდა გავითავისოთ ეს ყველაფერი, უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას, თბილისს, ერთმანეთს“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.  

Facebook Comments
%d bloggers like this: