ბათუმში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ბათუმის სტადიონთან შეკრებილი მოქალაქეების კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის ზრდის გამო რეგიონში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. მომიტინგეების განცხადებით, შეზღუდვებმა მათ შემოსავლის წყარო დააკარგვინა.

ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, შეზღუდვამ, რომლის მიხედვითაც რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ, საკვები ობიექტების პერსონალის შემოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ რეგიონში საბანკო სექტორის გარდა, ფაქტობრივად, არცერთი სფერო არ მუშაობს, რის გამოც მოსახლეობა ფინანსურად ძალიან დაზარალდა.

ბათუმის მაცხოვრებლები მთავრობისგან შეზღუდვების შერბილებასა და მატერიალური კომპენსაციის თანხის გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ბათუმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან აჭარის მთავრობის შენობასთან გადაინაცვლებენ, სადაც საკუთარ მოთხოვნებს უკვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნობენ.

ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 სექტემბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიღუდა, ხოლო რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა აეკრძალათ.

26 სექტემბრიდან აჭარაში ასევე შეჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც.

რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იზრდება. ამ დროისთვის აჭარაში 2 400-ზე მეტი ინფიიცრებულია, რომელთაგან 470 კლინიკებში, 943 კოვიდსასტუმროებში, ხოლო 1000-ზე მეტი ინფიცირებული პირი ბინაზე მკურნალობს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: