დონალდ ტრამპი კლინიკიდან თეთრ სახლში დაბრუნდა

საავადმყოფოში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

დონალდ ტრამპი თავის რეზიდენციაში ვერტმფრენით დაბრუნდა, რის შემდეგაც მან ვიდეომიმართვა გაავრცელა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ის თავს უკეთ გრძნობს და მოსახლეობას მოუწოდა, რომ კორონავირუსის არ შეეშინდეთ.

„არ შეგეშინდეთ, თქვენ მას დაამარცხებთ. ჩვენ გვაქვს საუკეთესო სამედიცინო აღჭურვილობა, საუკეთესო მედიკამენტები”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: