თენგიზ ცერცვაძე თანამდებობის დატოვების სურვილის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თანამდებობის დატოვების სურვილი ჰქონდა, თუმცა ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების გამო, აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიიღო.

„ჩავთვალე, რომ ახლოა, როდესაც შემთხვევების მატებაა და როცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამას არ მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური პათოლოგიების სპეციალისტი ადასტურებს, რომ პრემიერთან შეხვედრა არაერთხელ ჰქონდა.

„გახარიასთან შეხვედრა მოხდა და არაერთხელ, მაგრამ მასთან შეხვედრას გადაფიქრებასთან კავშირი არ ჰქონია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: