იპოდრომი დღეიდან ჩვენია! მსოფლიოში ყველაზე წუწურაქ ივანიშვილს მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა

ბიძინა ივანიშვილის მიერ იპოდრომის ტერიტორიის ქალაქისთვის დაბრუნებას საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება. 

ელისაშვილს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებული იყო საბურთალოსთვის ეს საჩუქარი გაეკეთებინა, რადგან ამ საარჩევნო ოლქში ოცნების კანდიდატს მასთან (ელისაშვილთან) მცირე შანსები აქვს. 

„ეს დღეები ხან რომელი პარტია აქვეყნებს კვლევებს და ხან რომელი სადაც თურმე არც საბურთალოზე მაქვს რეიტინგი, არც ჩვენს პარტიას აქვს მხარდაჭერა და აგერ ბატონო კონკრეტული პასუხი ამ წყალ-წყალა და ტყუილ კვლევებზე – ივანიშვილმა იპოდრომი აჩუქა ქალაქს. კი, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვამბობ – იციან რომ მათ კანდიდატს შანსი არ აქვს პირველ ტურში გაიმარჯვოს და ამიტომაც მსოფლიოში ყველაზე წუწურაქ ივანიშვილს მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა. კი, ასეა სწორედ საბურთალოელების სიყოჩაღის და ოცნებისადმი ზურგისშექცევის შედეგია ის რომ იპოდრომი ჩვენია დღეიდან! მივაწვებით ამ ბედოვლათ ოცნებას, შევცვლით და ჩვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება! უკეთეს საბურთალოს ვიმსახურებთ“,-წერს ელისაშვილი. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: