ლაითურის სკოლის 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

Nusagi

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 7 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის სამი ლაითურის სკოლის მოსწავლეა.

“გვაქვს 7 ახალი შემთხვევა , აქედან სამი მოსწავლეა , ისინი კლასელები არიან და ინფიცირებული ბავშვის კონტაქტს წარმოადგენენ. ვირუსი დაუდგინდა ასევე ერთ-ერთი მოსწავლის დედას. კიდევ ერთი შემთხვევა არის ლაითურში. გვყავს ინფიცირებული სოფელ მერიიდან და სოფელ ჭანიეთიდან, ამათ კონტაქტი ,,აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მაია ქუტიძემ.

ამ დროისთვის გურიის რეგიონში კორონავირისით ინფიცირების 197 შემთხვევაა გამოვლენილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: