ნინო ნიჟარაძე: კოვიდინფიცირების შემთხვევების შემცირებას ველოდებით

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის თქმით, კოვიდინფიცირებული პაციენტების 80%-ის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის მიმდინარეობისაა.

ნიიჟარაძის თქმით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

„რეგიონში ეპიდეიოლოგიური ძალიან დაძაბული რჩება, თუმცა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. გვაქვს სტაბილურად მომატებული რაოდენობა, მომდევნო პერიოდში ველოდებით კოვიდინფიცირების შემთხვევების შემცირებას და გამოჯანმრთელებულების მატებას. 2200-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს, შემთხვევების 80% გახლავთ საშუალო და მსუბუქი სიმძიმის მიმდინარეობის, რომელიც პრაქტიკულად სტაციონარიზაცია არ სჭირდება“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: