სააკაშვილი თავის მომხრეებს ისე ატყუებს, ანანურის კედლიდან იეღოველები რომ გადმოახტუნეს და სამოთხის ნაცვლად ტრავმატოლოგიურში მოხვდნენ

ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. ამას მხოლოდ ოპოზიციის გასაგონად არ ვამბობ, ამას ვამბობ ხელისუფლების გასაგონადაც, რადგან მან უნდა შექმნას ის მდგომარეობა, როცა არ დაიბადება რევოლუციური, თუ ფსევდორევოლუციური იდეები,- განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავამ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ყველანაირი საუბარი რეჟიმის დამხობაზე, ქვეყნისთვის კარგი არ არის და არც სიმართლეა, რადგან დღეს ამის თავი არავის აქვს, ხოლო რაც შეეხება სააკაშვილს, ის არანაირ რევოლუციას არ გეგმავს. 

„დღეს რევოლუციის თავი არავის აქვს და ყველა, ვინც ამით იმუქრება, სერიოზული ეჭვი მაქვს, ხომ არ არის შეკრული ხელისუფლებასთან. არ არის დღეს ეს ვითარება. არანაირ რევოლუციას სააკაშვილი არ გეგმავს, ის უბრალოდ, ატყუებს თავის მომხრეებს და მეცოდება კიდეც ისინი, იეღოველები რომ ატყუებენ თავის მრევლს, ხომ გახსოვთ, დუშეთში რომ დააყენეს ანანურის კედელზე, გადახტით და სამოთხეში მოხვდებითო, გადახტა 100 კაცი და მოხვდა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში. ზუსტად ასეა სააკაშვილი, ატყუებს თავის მომხრეებს, ჩამოვალ, გადმოვცურავ, რევოლუციას გავაკეთებო, ამათ კი სჯერათ და გრძელდება წლები, ის კი იჯდება უკრაინაში. ამ ყველაფრის მიზანია, რომ გააკეთოს თავისი ელექტორატის მოხაზვა-მობილიზაცია. ამით ის ხელს უშლის სხვა ოპოზიციურ პარტიებს და ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილს“,-განაცხადა კახა კუკავამ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: