სამი ქართველი გაზაევის სიმბოლურ ნაკრებში

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურის სიმბოლერ ნაკრებში გამოცემა „ჩემპიონატში“ ცნობილმა მწვრთნელმა, გამოცემის ექსპერტმა, ვალერი გაზაევმა დაასახელა.

მან საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ქართველი თავდამსხმელის გამორჩევა ასე დაასაბუთა:

„რუბინი“-„ახმატის“ მატჩში, კვარაცხელიამ თავად შექმნა გოლი, ფლანგზე ძალიან კარგად ითამაშა და თამაში გაამწვავა“.

აღსანიშნავია, რომ გაზაევმა სიმბოლურში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი შეიყვანა.

„გიორგი ჯიქია – „სპარტაკის“ კართან „ზენიტმა” რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მეტიც შეეძლო, რომ არა ჯიქია – მან ხარისხიანი მატჩი ჩაატარა, ბევრი საჰაერო ბრძოლა მოიგო და ორთაბრძოლებში კარგად გამოიყურებოდა. ცსკა-ს ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა კი „ურალთან“ მეტოქის მრავალი შეტევა შეაჩერა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ის ყოველ მატჩში უფრო და უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება“.

ეს ერთის მხრივ სასიამოვნო ამბავია, მეორეს მხრივ სევდიანიც – ორივე რუსეთის სახელით თამაშობს. ჯიქია რუსეთის ნაკრების ვიცე-კაპიტანია, მარადიშვილი კი რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: