უახლოეს დღეებში საქართველოში გამოიდარებს

Nusagi

უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, 6-8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში დათბება და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 6-7 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში შესაძლოა თოვლჭყაპი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 8 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ამინდი თბილისში

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 6 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, მცირე ნალექია მოსალოდნელი, 7-8 ოქტომბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: