ყირგიზეთის დედაქალაქში მომიტინგეებმა მთავრობის სახლი დაიკავეს

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მომიტინგეებმა მთავრობის სახლი დაიკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მდებარეობს. ასევე მათ ქალაქის მერიის და გენერალური პროკურატურის შენობებიც დაიკავეს.

საპროტესტო აქციების და პოლიციასთან შეტაკებების შედეგად უკვე დაშავდა 600 ადამიანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნებში შედეგებს აპროტსტებენ.

ცოტა ხნის წინ მიტინგის მონაწილეები ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატანბაევის გაათავისუფლეს, რომელიც მანამდე ყირგიზეთის უშიშროების სამსახურს ჰყავდა დაკავებული. მომიტინგეები მას ოვაციებით შეხვდნენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: