არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი მოსახლეობის 50-მა პროცენტმა საცხოვრებელი დატოვა

საბრძოლო მოქმედებების გამო, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის 50-მა პროცენტმა საცხოვრებელი დატოვა, – ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, არტაკ ბეგლარიანმა სააგენტო „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, მთიანი ყარაბაღიდან 75 000-მდე ადამიანი, ასევე ქალებისა და ბავშვების 90 პროცენტი გავიდა.

დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სააგენტო „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი სომხების გენოციდის გამეორებას ცდილობენ. სომხეთის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ თურქეთის ხელისუფლებას იმპერიის აღდგენა სურს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: