დავით მათიკაშვილი: რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა დადგენილიყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრი, იყო დამალული და ის გამოძიებამ იპოვა

Nusagi

დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დააანონსა ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლიდანაც გამომდინარეობს რამდენიმე ძირითადი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთი არის ის, რომ 1996 წელს საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებები შეთანხმდნენ, რომ საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაცია უნდა განხორციელებულიყო 1938 წელს შედგენილი რუკის შესაბამისად. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ ის, რომ 2006 – 2007 წლებში ეს პროცესი წარიმართა აბსოლუტურად სხვა რუკით. არსებობდა 1938 წლის რუკის ასლი, მაგრამ არავინ დაეყრდნო ამ ასლს და არავინ დაელოდა ორიგინალის მოძებნას. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ ამ რუკის ორიგინალი იქნა ნაპოვნი და ის იყო დამალული კონკრეტული პირების მიერ“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსისა და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, ამ ფაქტს ემატება ოპოზიციის ძალიან კარგად გასაგები ალიაქოთი, რაც მათი შინაარსიდან გამომდინარეობს.

„ისინი როგორ ეპყრობიან საკუთარ მიწა-წყალს ეს ძალიან კარგად ჩანს 2008 წლის შემდგომ მიღებულ რეზოლუციაში, სადაც მათ მხარი დაუჭირეს ჩვენი ქვეყნის მიერ ომის დაწყების პრეზუმფციას, პრაქტიკულად, ჯარისკაცებს დააბრალეს ეს ყველაფერი. მათ პოლიტიკურ მრუდე დღის წესრიგში ჯდება ეს ყველაფერი, ამიტომ გასაკვირიც ამ მხრივ არაფერია, რომ ისინი ამ სიტუაციის პოლიტიზირებას ცდილობენ და ამ ყველაფრის წარმოჩენას ისე, თითქოს რაიმე სახის პოლიტიკურ მოტივებზე იყოს რამე აგებული. არა, ეს არის კონკრეტული დანაშაულის ფაქტი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა. მისივე თქმით, დღემდე, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არათუ რამე გაკეთებულა, რომ სწორედ ისტორიული, სწორედ ის ნამდვილი საზღვარი დადგენილიყო, რაც 1938 წლის რუკით არის გათვალისწინებული, არამედ, როგორც გამოძიებიდან ჩანს, რეალურად კომისია დაეყრდნო აბსოლუტურად სხვა მონაცემებს. „რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რეალურად იყო დამალული და ის საგამოძიებო მოქმედების შედეგად იქნა ნაპოვნი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: