დღეს საქართველო ასი ათას მოქალაქეზე საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს

საკარანტინო ზონები და თვითიზოლაცია, არის საკითხი, რომელზეც ცესკო-თან ერთად ვმუშაობთ. დამოკიდებულია, რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თვითიზოლაციაში დღეს ქვეყანაში არ არის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, ახლა მიმდინარეობს მუშაობა, როგორ შეძლებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

„რაც შეეხება საავადმყოფოში მყოფი ადამიანებს, აქ არაფერი არ იცვლება, შარშან და შარშანწინ არჩვენების დროსაც საავადმყოფოში ყოველთვის ვიღაც იყო. ჩვენ ისეთ სისტემაზე ვართ გადასული, ინფიცირებულების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ჯერ სტაციონარებში არ გვყავს. თვითიზოლაციის ნაწილში ეს ის საკითხია, რომელზეც ვმუშაობთ ცესკო-სთან ერთად და აქ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება. საკარანტინო ზონები და თვითიზოლაცია ეს არის ცალკე აღებული საკითხი, რომელზეც ცესკო-თან ერთად ვმუშაობთ, დამოკიდებულია, რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ყველა აღრიცხულია და იმართება ოჯახის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიხედვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, დღეს საქართველო ასი ათას მოქალაქეზე საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს, ეს არის გარანტი, რომ რისკები მსხვილ სოციალურ ჯგუფებში არ უნდა შეგვექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანა, როდესაც ვირუსი დაიწყო, ქვეყანა დღეში აკეთებდა დახლოებით 200 „პისიარ“ ტესტს, დღეს აკეთებს დაახლოებით 10 ათასზე მეტ „პისიარ“ ტესტს.

„ათას სისულელეებს ლაპარაკობენ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. რა არის აქ მთავარი, პირველი არის სწრაფი გამოვლენა, ამას აქვს თავისი ინსტრუმენტები, ეს არის მიზნობრივი და ეფექტური ტესტირებების ხარისხის ზრდა. მეორე ეტაპი არის სწრაფი მკურნალობა, რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ კლინიკური ჯგუფის საშუალებით. კლინიკური პროცესების მართვაში ცვლილებების შეტანით, მესამე არის ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, რაც უფრო ეკონომიკური განზომილებაა. რაც შეეხება სწრაფ გამოვლენას, სწრაფი გამოვლინების ნაწილში ჩვენ მოდელი შევცვალეთ უკვე დაახლოებით ორი კვირაა, თუ როგორი უნდა იყოს ტესტირების მიზნობრიობა. აქ ყველას უნდა გავხსოვდეს, რომ როდესაც ვირუსი დაიწყო, ქვეყანა დღეში აკეთებდა დახლოებით 200 „პისიარ“ ტესტს, დღეს ქვეყანა აკეთებს დაახლოებით 10 ათასზე მეტ „პისიარ“ ტესტს, მიუხედავად ამისა, ტესტის კეთების რესურსი შეუზღუდავი არ არის და ეს ტესტის კეთება უნდა იყოს მიზნობრივი. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ მიზნობრივი ტესტირება ნიშნავს იმას, როდესაც ადამინს უჩნდება პირველი სიმპტომები, პირველი ჩვენებები და ის შესაბამისი ინფრასტრუქტურით უნდა გაიტესტოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სისტემური ტესტირებაა, როდესაც იტესტება კონკრეტული სოციალური ჯგუფები, მაგალითად ექიმების, მასწავლებლების, პოლიციელების, მძღოლების.

„ეს კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების განმსაზღვრელი სექტორები არ გაჩერდეს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექიმების ტესტირება, რათა ინფიცირების ტალღები ექიმებს შორის იყოს პრევენციულად გაჩერებული. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანს, რომელიც არის ინფიცირებულის კონტაქტი, ყველა უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. რაიმე სიმპტომი თუ არ გვაქვს, უნდა ვიყოთ ოჯახის ექიმის მართვაზე. ეს არის ის, რაც ჩვენ კლინიკური მართვის ნაწილში ცვლილება შევიტანეთ. სისტემური და მიზნობრივი ტესტირება არის უკვე დალაგებული. დღეს საქართველო საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს ასი ათას მოქალაქეზე, ეს არის გარანტი, რომ რისკები მსხვილ სოციალურ ჯგუფებში არ უნდა შეგვექმნას“,  – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: