ლეილა ქადაგიშვილი იტალიაში „ნაცმოძრაობის“ მომხრე ქალებს ბულინგში ადანაშაულებს

Nusagi

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ძლიერდება დაძაბულობა კონკურენტი პარტიების მომხრეებს შორის ქართველ ემიგრანტებში.

როგორც „ინფო ფოსტალიონს“ იტალიიდან აცნობეს, „ქართული ოცნების“ მომხრეების მიმართ სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანია. 

„ჩვენს ფოტოებს აფრიალებენ, დაათრევენ ჯგუფებში, დებენ საკუთარ კედლებზე. მიხეილ სააკაშვილის კოორდინატორია აქ ერთი გოგო, ნატატო გიორგაძე, ჩემი ფოტო დაუდვია ფეისბუქში და წერს, თაღლითია, არ ენდოთო“,-გვიყვება ლეილა ქადაგიშვილი, ქართველი ემიგრანტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მომხრეებს საარჩევნოდ, საკონსულოში რეგისტრაციაში ეხმარება.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი ემიგრანტი ქალი დაემუქრა, რომ „მთავარ არხზე“ ჩართვისას მალე მის ფოტოს იხილავს.

„ჩვენ აქ ვმუშაობთ ქართველ ემიგრანტებთან, ვეხმარებით ონლაინ რეგისტრაციაში, ასევე ორგანიზებას ვუკეთებთ საარჩევნო უბნებში მათ მიყვანას, რის გამოც უბინძურესი ბულინგის მსხვერპლად გვაქციეს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა კატეგორიის ხალხი გვიტევს, ბევრს ალბათ 2 კლასის განათლება არ აქვს, მათთან პოლემიკასაც აზრი არ აქვს, არაფერი ესმით, უბინძურესი მეთოდებით გვებრძვიან, ასაკოვან ქალს დღეს ისეთი სიტყვები აკადრეს, წნევამ აუწია და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. რას არ გვაბრალებენ. ამიტომ, მეც შევეცდები, ჩავერთო ქართულო ტელევიზიების ეთერში და მათ გვარებს აუცილებლად დავასახელებ, რადგან ყველაფერია ამ ადამიანებისგან მოსალოდნელი. ფიზიკური ანგარიშსწორებაც კი “,-აცხადებს ლეილა ქადაგიშვილი.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი ქალები მის ისტორიას შეგნებულად ამახინჯებენ და ცდილობენ წარმოაჩინონ საბუთების გამყალბებლად და თაღლითად. ამის გამო ლეილა ქადაგიშვილი ცილისმწამებელთა მიმართ, მორალური ზიანის მიყენების გამო, სამართლებრივი გზით ბრძოლასაც აპირებს.

ცნობისთვის, ლეილა ქადაგიშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრის ქვრივი და ორი შვილის დედაა, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ის „კუდ”-მა 50 დოლარის ქრთამის აღება დააბრალა და „თანამშრომლობა” შესთავაზა, 3 წლიანი მორალური წნეხის გამო ლეილა ქადაგიშვილი უცხოეთში საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიით, გალის გავლით გაიქცა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ ჩამოსვლისთანავე  დააკავეს. ბრალდება: 2007 წელს საზღვრის უკანონო გადაკვეთა.

ლეილა ქადაგიშვილის შესახებ ქართული პრესა აქტიურად წერდა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა. 2016 წელს ლეილა ქადაგიშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, რის შემდეგაც ის საცხოვრებლად იტალიაში დაბრუნდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: