რუსეთმა სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა

Nusagi

რუსეთის შსს-მ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია  ძებნილად გამოაცხადა. ამის შესახებ ТАСС იუწყება.

ტიხანოვსკაია რუსეთის ფედერაციის ძებნილთა ბაზაშია შეყვანილი.

სააგენტოს ინფორმაციით, ძებნა ბელარუსშია გამოცხადებული, საუბარია სახელმწიფოთაშორის ძებნაზე, ამიტომ ის რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდება.

ტიხანოვსკაია ბელარუსიდან ლიეტუვაში 11 აგვისტოს გაემგზავრა. ოპოზიციონერმა ოლგა კოვალკოვამ მაშინ განაცხადა, რომ ტიხანოვსკაია ქვეყნიდან ბელარუსის ხელისუფლებამ გაიყვანა. მისი თქმით, ამან საშუალება მისცა გაეთავისუფლებინათ ტიხანოვსკაიას შტაბის ხელმძღვანელი მარია მოროზი.

ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ არ ცნობს ბელარუსში გამართული არჩევნების შედეგს. ის გამარჯვებულად საკუთარ თავს მიიჩნევს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: