საგარეჯოსა და ყვარელში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცადებაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: