საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4

Nusagi

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი 508 ახალი შემთხვევიდან, 259 პაციენტი აჭარიდანაა, 111 თბილისიდან, იმერეთში 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 24, გურიაში 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში 5-5, ხოლო შიდა ქართლსა და კახეთში 2-2.

გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა, ერთი თერჯოლაში და ერთი – თბილისში. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტები ასაკოვანი იყვნენ და კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„4 გარდაცვლილია, მათ შორის 2 არის აჭარაში – 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი, თანმხლები დაავადებებით. მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალი, რომელიც თერჯოლაში გარდაიცვალა. ასევე თბილისში გარდაიცვალა 83 წლის კაცი .“,-განაცხადა ენდელაძემ.

როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს აქტიური შემთხვევა არის 4518, საიდანაც 58 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე, მათ შორის კი 8 არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი.

„ჩვენს ცენტრში არის 42 პაციენტი, აქედან 5 მძიმეა, ერთი კრიტიკული, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენამდე გაუმჯობესებულია. თბილისს უნდა გავუფრთხილდეთ, მატება შეინიშნება. 22 %-ია უკვე ახალ ინფიცრებულებში თბილისის წილი“, – განაცხადა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: