ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე სასამართლო სხდომები დაიწყო

Nusagi

ბერლინში 7 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო გაიმართა. ბრალდებას მიაჩნია, რომ დანაშაულის უკან რუსეთი დგას, მთავარი ბრალდებული კი, რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვია, რომელიც გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან არის დაკავშირებული. 

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ კრასიკოვის წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. 

პროცესი შესაძლოა, 2021 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდეს. 

ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. პოლიციამ მალევე დააკავა 49 წლის რუსეთის მოქალაქე. ნაპოვნია იარაღი, ველოსიპედი და პარიკი, რომელიც შესაძლოა, ბრალდებულმა გამოიყენა. 

ხანგოშვილი 2002 წლიდან რუსეთის მიერ იძებნებოდა ჩეჩნეთის ომში მონაწილეობის გამო. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: