განათლების სამინისტროს სულ თავში ვურტყამდი ამ პოლიტპროპაგანდისტულ სახელმძღვანელოს

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში მე-4 კლასის მუსიკის სახელმძღვანელოს ფოტოებს აქვეყნებს. ხოფერია აღშფოთებულია სახელმძღვანელოს ერთ-ერთ თავში მოცემული სავარჯიშოთი, რომელშიც ბავშვებმა ე.წ. ქუდის მეშვეობით უნდა გამოიცნონ ისეთი გადაცემები, როგორიცაა „ნანუკას შოუ“, „ვანოს შოუ“, „მძიმე კაცთან“.

„არც ვიცი რა გითხრათ…
მუსიკალური ქუდით უნდა მიხვდნენ ალბათ, ბავშვები რა გადაცემაა…
ჰო და, გადაცემებია ისეთი შერჩეული, მეოთხე.. მე-4 კლასელი ბავშვებისთვის, ნაცმოძონძებიც რომ არ აყურებინებენ საკუთარ შვილებს… “ნანუკა შოუ”და “ვანოს შოუ” ხომ არის და არის…. “მძიმე კაციც” კაცოოო?!…
არა და, სულაც არ მეცინება… ამის ავტორსაც დავიჭერდი და განათლების სამინისტროსა სულ თავში ვურტყამდი ამ მუსიკალურ-პოლიტპროპაგანდისტულ სახელმძღვანელოს…“-წერს ხათუნა ხოფერია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: