ირმა ხახუტაიშვილი: კაცი თავის ენით ამბობს, რუკა (ჩვენი ინტერესებით დახუნძნული) ნანახი მქონდაო, მაგრამ ანალიზით გადავწყვიტე არ გამოდგებოდაო

Nusagi

ოჯახში მინიმუმ 3 მეცნიერი მყავს/მყავდა. ძალიან მინდა ეს კაციც გაუგებრობით იყოს დაკავებული( და სიმართლე გაირკვევა), რადგან საშინელებაა ქართველმა ასეთი ღალატი ჩაიდინოს, ( თუმცა ვაჭარბებ, ბევრი შემთხვევებია) მაგრამ…,-წერს ირმა ხახუტაიშვილი სოციალურ ქსელში. 

ფეისბუქმომხმარებელი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც ამ უკანასკნელმა დაკავებამდე „მთავარ არხს“ მისცა.

„მოუსმინეთ ვიდეოს, კაცი თავის ენით ამბობს რომ, ეს რუკა( 1938 წლის ჩვენი ინტერესებით დახუნძნული) ნანახი მქონდაო, მაგრამ ანალიზით გადავწყვიტეო არ გამოდგებოდაო, ხოდა ესე ერთპიროვნულად რომ გადაწყვიტე, არ გამოაჩინე, და 2007 წლამდე რომ ისე თუ ასე, მინიმუმ ჩვენი ბერები მშვიდად რომ ლოცულობდნენ და თქვენმა ამ გადაწყვეტილებამ, შეცვალა სიტუაცია და დაიწყო ბერების წიოკი, და მერე ნინო კალანდაძემაც რომ დაადასტურა არაა გარეჯი საქართველოო, მაგას გედავებიან აბა, სხვა რას?
მოკლედ მინიმუმ გადასახედია 2007 წლის შეთანხმება, ყველა იქ წარმოდგენილი რუკა სსრკ-ს შექმნილი იყო და რაღა ეს რუკა, სადაც ჩვენი ინტერესები იყო, ის არ მოეწონა, წარმოედგინა სხდომაზე, მოკლავდნენ თუ რა? ან შეუთანხმლობა არ სჯობდა იმას, ვიდრე აზერების წარმოდგენილ რუკას დათანხმებოდით?
მაგრამ გეგონათ რომ სულ მიშა იქნებოდა და ამაზე არავინ პასუხს მოგთხოვდათ,
აი რატომ გააკეთეთ ეგ უკვე არ ვიცი
მთავარია, თქვენ თქვენი პირით აღიარეთ რომ, ნანახი გქონდათ მაგრამ ჩათვალეთ რომ , არ გამოდგებოდაო, და დათანხმდით მათ რუკას“,-წერს ირმა ხახუტაიშვილი. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: