რუსეთის პატრიარქი კარანტინში გადავიდა

რუსეთის პატრიარქი კირილე კარანტინში გადავიდა. მოსკოვის საპატრიარქოს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.

„მედიკოსების რჩევის მიხედვით კარანტინში გადავედი. თქვენთან ერთად ვერ ვილოცებ, რადგანაც საფრთხეში ვერ ჩაგაყენებთ“ – განაცხადა კირილემ.

მან აგრეთვე, აღნიშნა, რომ COVID-19 „სერიოზული გამოცდაა, რომლის დროსაც ადამიანი ან შინაგანად ტყდება, ან სულიერად ძლიერდება“.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: