ტრამპი: არ ვაპირებ დროის კარგვას ვირტუალურ დებატებზე, ეს უაზრობაა

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო დებატების ორპარტიული კომისიის გადაწყვეტილებით, შემდეგი დებატები ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. განცხადება ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

თუმცა, განცხადების გავრცელებისთანავე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია “ფოქსის” წამყვანს მარია ბარიტომოს განუცხადა, რომ ვირტუალურ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს.

“არ ვაპირებ დროის კარგვას ვირტუალურ დებატებზე. ეს არ არის დებატების არსი… ეს უაზრობაა” – განაცხადა მან.

ჯო ბაიდენი მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებს. განცხადება ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა.

Facebook Comments
%d bloggers like this: