ბლოკმა „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა

ბლოკმა „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა.

სიის სათავეში ბლოკის ლიდერი ჯონდი ბაღათურიაა.

როგორც „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის“ ლიდერმა განაცხადა, საარჩევნო სიაში პროფესიონალი იურისტები, ეკონომისტები და პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილები.

რაც შეეხება მათ სლოგანს, ეს არის – „ხალხის ხმა პარლამენტში“.

„ჩვენ ვართ ქართული ძალა, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში. 49 არის ჩვენი ნომერი და ხალხის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენ ვართ ეროვნული ძალა. გვაქვს ერთადერთი ეფექტური ეკონომიკური პროგრამა, რის მიხედვითაც, შეიქმნება სამუშაო ადგილები, ხალხი გათავისუფლდება საბანკო ვალდებულებებისგან, გავზრდით პენსიას, ასევე განათლების რეფორმა გვაქვს, რომლის მიხედვითაც, ნიჭიერ სტუდენტებს უნივერსიტეტებში არ ექნებათ გადასახადი“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ბლოკ „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის“ სიის პირველი ათეული ასე გამოყურება: ჯონდი ბაღათურია, დავით ოსეფაშვილი, მაია სირაძე, ბადრი მანჯავიძე, ელდარ ეკალაძე, ინგა ბოლოთაური, კახაბერ მაისურაძე, თენგიზ გენებაშვილი, მარიამი სულაძე, ნუკრი სირაძე.

წყარო:1tv

Facebook Comments
%d bloggers like this: